სერგი კაპანაძე ზაზა სარალიძეს შეხვდა და საქმის დეტალებზე ისაუბრეს

0
179

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე დღეს მოკლული დავით სარალიძის მამას სახლში შეხვდა და არსებულ საქმეზე დეტალურად ისაუბრეს.

სერგი კაპანაძის განცხადებით ზაზა სარალიძე ხვალ  პარლამენტში საგამოძიებო კომისიაში ადვოკატთან ერთად მივა:

„ზაზა სარალიძე თვითონ დააფიქსირებს პოზიციას კომისიასთან მიმართებაში და თქვენ თვითონ განსაჯეთ, აქვს თუ არა მას ნდობა. მასთან სახლში ჩვენ საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა გვქონდა. ძალიან ბევრ დეტალზე ვისაუბრეთ, შევთანხმდით, რომ გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ზაზა სარალიძე საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ხვალ ადვოკატთან ერთად მოვა”,- განაცხადა  სერგი კაპანაძემ.

ფაქტები.ჯი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ