ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ პარტიის პოლიტიკური საბჭო დატოვა. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ის დღევანდელ ყრილობაზე, როგორც რიგითი მხარდამჭერი იმყოფებოდა.
„უარი ვთქვი თანამდებობაზე, გენმდივნობაზე და ა.შ. აღარ ვიქნები პოლიტიკური საბჭოს წვერი, მისული ვიყავი ყრილობაზე, როგორც „ევროპული საქართველოს“ რიგითი მხარდამჭერი. ვგულშემატკივრობ იმ ადამიანებს, რომლებიც პარტიაში დარჩნენ და რომლებიც ამ პარტიას მომავალ საარჩევნო ციკლში წაუძღვებიან“, — განაცხადა კაპანაძემ.
Loading…