ბელგრადში ათეულობით ადამიანი დააკავეს მას შემდეგ, რაც სტუდენტური ანტისამთავრობო პროტესტი პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი, ხოლო შეტაკებების შედეგად ექვსი სამართალდამცველი დაშავდა.
პროტესტი, რომელშიც დაახლოებით 140 000 ადამიანი მონაწილეობდა, ასახავდა მთავრობის მიმართ დაგროვილ უკმაყოფილებას, რომელიც დეკემბერში დაიწყო — მას შემდეგ, რაც ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის ჭერის ჩამონგრევამ 16 ადამიანი იმსხვერპლა. ბევრი მოქალაქე კატასტროფას კორუფციასა და უყურადღებობას უკავშირებს.
სტუდენტები მოითხოვენ ვადამდელ არჩევნებს და ალექსანდარ ვუჩიჩის 12-წლიანი მმართველობის დასრულებას. მათ მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები პარალიზებულია და კორუფცია ღრმად ფესვგადგმულია.

პროტესტის წინ ორგანიზატორებმა ვუჩიჩს წაუყენეს ულტიმატუმი — დაენიშნა არჩევნები 21:00 საათამდე. თუმცა პრეზიდენტმა ეს მოთხოვნა უგულებელყო და პროტესტანტები “სახელმწიფო
ს დამამხობელ ძალად” მოიხსენია.
ბოლოდროინდელი დაძაბულობა უკავშირდება ასევე მთავრობის მიერ ოპოზიციური აქტივისტების, ჟურნალისტებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების დაპატიმრებებსა და ქვეყანაში შესვლის აკრძალვებს. საპროტესტო აქციებს ხელისუფლება უცხოური ძა
ლების ჩარევას უკავშირებს.
მიუხედავად ხელისუფლების წინააღმდეგობისა, სტუდენტები და მათი მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ბრძოლას არ შეწყვეტენ:
„ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება,“ — განაცხადა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა, სტეფან ივაკოვიჩმა.
