სენატორი უგულავას დაპატიმრებაზე: “დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოშლა და ოპოზიციის დევნა – მიუღებელი საქციელია”

0
265

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიში, “ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგი უგულავას, 3 წლითა და 2 თვით პატიმრობაში დაბრუნებას ტვიტერზე გამოეხმაურა.

რიში წერს, რომ იმედგაცრუებელია იმ გზით, რაც საქართველომ აირჩია.

“იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველომ აირჩია გზა გაზარდოს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე. როგორც გასულ კვირას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვუთხარი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ჩამოშლა და ოპოზიციის დევნა – მიუღებელი საქციელია”, – წერს ჯიმ რიში.

წყარო:ტაბულა

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ