სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომლითაც პუტინის, როგორც ომის დამნაშავის გასამართლებას ითხოვს

0
156

ამერიკის სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომლითაც ითხოვს, ვლადიმერ პუტინი გასამართლეს, როგორც ომის დამნაშავე. მედია წერს, რომ ეს კონგრესში ერთიანობის იშვიათი ჩვენება იყო. რეზოლუცია რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრეჰემმა წარადგინა. ის ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს, ასევე სხვა ქვეყნებს მოუწოდებს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულები გამოიძიონ. დემოკრატების ლიდერმა, ჩაკ შუმერმა კენჭისყრის წინ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პუტინმა პასუხი უნდა აგოს უკრაინაში მომხდარი სისასტიკისთვის.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ