არსებული ინფორმაციით სენაკის ცენტრში, სადაც რაიონულ სასამართლოსა და პროკურატურის შენობები რამოდენიმე მეტრშია, “TBC ბანკის” გადახდის აპარატი მოიპარეს.
როგორც ირკვევა ბანკომატი გვერდით ეზოში დაამტვრიეს და იქვე დატოვეს, წაღებულია დაახლოებით 50 000 ლარი.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო.
Loading…
