პროტესტი

საჯარო მოხელემ უარი განაცხადა ხელისუფლების მიერ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობაზე

სოცქსელში გავრცელდა ინფორმაცია ზოგიერთი საჯარო მოხელის გმირობაზე. ასეთებს მიეკუთნება ჯვარის მე-4 სკოლის დირექტორი, გერონტი გოგოხია, რომელმაც უარი განაცხადა ხელისუფლების მიერ დაგეგმილ აქციას შეუერთდეს, რომელიც უნდა გაიმართოს 14 დეკემბერს თბილისში. სკოლის დირექტორის თქმით, მსგავსი დავალება მისთვის დამამცირებელი და უკანონოა, ამიტომ არ აპირებს დაჰყვეს ხელისუფლების დირექტივებს.

შეგახსენებათ, რომ ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთა თბილისში კონცერტს მართავს საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯომარეობის აღსანიშნავად, სადაც მობილიზებულია რეგიონებიდან მთელი პარტაქტივი თუ საჯარო მოხელეები, ასევე მაღალი კლასის მოსწავლეებიც.

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

საპროტესტო აქცია შუშის სასახლესთან (ფოტო/ვიდეო)

Joni Kvaracxelia

«კანონი და სამართლის» ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ თეა წულუკიანს სათამაშო მიკროფონი მიუტანა

Joni Kvaracxelia

ბელარუსის მილიამ მინსკში სტუნდენტების აქცია დაშალა. არიან დაკავებულებიც

დატოვე კომენტარი