დღეს პოლიტიკურ ბარ “პარლამენტში”, რომელიც ქიაჩელის 14-შია განთავსებული, გაიმართა ამერიკელი ექსპერტის, ქრისტინა პუშაუს საჯარო ლექცია არატრადიციულ ფორტმატში, რომელიც ეხებოდა საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს. შეხვედრას ესწრებოდნენ ახალგაზრდები, ასევე საქართველოში მყოფი ამერიკის მოქალაქეები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

დღეს შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ paqtebi.ge-ს წარმომადგენლები: ჯონი კვარაცხელია და თამარ ქუთათელაძე ასევე ემიგრანტთა გაერთიანება “ერთად სახლშის” ხელმძღვანელი, მიხეილ ყაფლანიშვილი, რომელიც გერმანიიდან ჩამოვიდა.
შემდეგი შეხვედრა გაიმართება 8 დეკემბერს რეგიონში, კერძოდ შიდა ქართლში. როგორც ქრისტინა პუშაუმ აღნიშნა მსგავსი ტიპის შეხვედრებს ის და მისი არასამთავრობოს წევრები ხშირად გამართავენ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
შეგახსენებთ, რომ ქრისტინა პუშაუ ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაცია”NLi” ( ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივა).
