არჩევნებიპერსონასოცქსელი

«სახიფათო შედეგის მომტანია» — გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში 31 ოქტომბერს ჩატარებულ აჩევნებს გამოეხმაურა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები: მმართველი პარტიის პოლიტიკური სიხარბე, გადაჭიმული სიმები და ბეწვის ხიდი, რომელიც შესაძლოა ძალიან ძვირად დაუჯდეს ხელისუფლებასაც და ქვეყანასაც.
როდესაც გაქვს პანდემიით გამოწვეული უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი და, შესაბამისად, ურთულესი სოციალური ფონი ქვეყნის შიგნით, ცხელი კონფლიქტი და სახიფათო ნიშნულს მიღმა გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკები სამხრეთ კავკასიაში, ტექტონიკური ძვრები მსოფლიოში, რომელსაც პირდაპირი ზეგავლენა ექნება ჩვენს ქვეყანაზეც, და ასეთ დროს ნახევარ ნაბიჯსაც კი არ დგამ ეროვნული კონსოლიდაციისკენ, ჩართულობითი პოლიტიკისკენ, პასუხისმგებლობის გადანაწილებისკენ და პოლარიზაციის შემცირებისკენ — ეს, უპირველეს ყოვლისა, საღად მოაზროვნე ადამიანების იმედგაცრუებას იწვევს, ეს არა მარტო პოლიტიკურად არაპრაგმატულია, არამედ სახიფათო შედეგის მომტანია, თუ უახლოეს პერიოდში არა, საშუალოვადიან პერსპექტივაში — გარდაუვალად — წერს კვირიკაშვილი.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«დედა სამართალი უფრო აღსრულდებოდა დღეს რომ ჩემთან ერთად შენც სიკვდილით ისჯებოდე, მე რომ ასეთი ვარ შენი დამსახურებაა»-გია ჯაჯანიძე

ელჩმა ატირებული პატარა ანიტა შეაჩერა-იხილეთ დეტალურად

«ბიძინა მეგრულად არის — ვათანძარა ოჩოკოჩი»-სააკაშვილი

დატოვე კომენტარი