ერგნეთში მორიგ შეხვედრაზე განსახილველ საკითხა შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაც იყო.
«ბოლო პერიოდში, ერთ-ერთი უმწვავესი გამოწვევა, გარდა ჩორჩანასთან დაკავშირებული საკითხისა, გახლავთ ის მოქმედება, რაც გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას უკავშირდება.
ახალგორის მიმართულებით მოძრაობის შეზღუდვა უამრავი ადამიანისათვის — რა თქმა უნდა, ახალგორელებისათვის, მაგრამ არა მხოლოდ მათთვის, არამედ ცხინვალის რეგიონისათვისაც, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გამოწვევა და მათი უფლებების ძალიან უხეში დარღვევაა ამიტომ, როგორც ქართული მხარისათვის, ისე ჩვენი პარტნიორებისათვის ამ საკითხის მოგვარება, ანუ ე.წ. გადასასვლელის უპირობოდ გახსნა, არის ის ერთ-ერი მთავარი თემა, რომელიც დღეს ერგნეთში განიხილება,» — აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.
Loading…