როდესაც სახელმწიფოს ფუნდამენტალური ღირებულებები გათელილია ფეხქვეშ იქ ყველაფერი კარგავს აზრს და ყველაფერი მოშლილია. რაც ხდება ,,რუსთავი 2’’ ის წინააღმდეგ ეს მხოლოდ მედიის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა არაა, არამედ მთლიანად სახელმწიფოს გამოუცხადეს აშკარა ომი, რათა ერთმა პირმა მართოს საქართველო თავისი შეხედულებისამებრ. ,,ყველას აქვს უფლება აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს უფლება მოიცავს ყოველგვარი ჩარევის გარეშე აზრის ქონის, ინფორმაციისა და იდეების მოძიების, მიღებისა და გავრცელების თავისუფლება მედიის ნებისმიერი საშუალების გამოყენებით და საზღვრების მიუხედავად». ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მე-19 მუხლი. აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება, რომელიც მოიცავს ინფორმაციისა და იდეათა მიღებისა და გავრცელების თავისუფლებას ნებისმიერი მედია საშუალების გამოყენებით, ერთ-ერთი ძირითადი პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებაა, რომელიც ყველა, საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო დოკუმენტით არის განმტკიცებული. ბრიტანელმა ფილოსოფოსმა ჯონ სტი უარტ მილმა პრესის თავისუფლებას უწოდა „დაცვის გადამწყვეტი საშუალება კორუფციული და ტირანული ხელისუფლების წინააღმდეგ» . იგი დემოკრატიული სისტემის ფუძემდებლური უფლებაა სადაც ყველას და არა მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფოს მოქალაქეს, აქვს უფლება, განაცხადოს ის, რასაც ფიქრობს და აკრიტიკოს ხელისუფლება. 1941 წლის იანვარში აშშ-ს პრეზიდენტმა რუზველტმა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ერთ-ერთად მოიხსენია იმ ოთხ ფუნდამენტურ თავისუფლებას შორის, რომლებზეც უნდა დაფუძნებულიყო მომავალი მსოფლიო წესრიგი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და გავრცელება საზღვრების მიუხედავად ღია და პლურალისტური საზოგადოების უზრუნველყოფის ძირითადი ელემენტია. საქართველოს ყოველი მოქალაქე ვალდებულია დღეს გვერდში დაუდგეს ,,რუსთავი 2 ‘’ – ს, მოსწონს ის თუ არ მოსწონს, რამეთუ ამით ისინი დაიცავენ თავისუფალ სიტყვას და სახელმწიფოს ფუნდამენტალურ ღირებულებებს. აქვე მინდა ,, რუსთავი 2’’ — ს მიულოცო 25 წლის იუბილე, ვუსურვო ყველა თანამშრომელს წინსვლა და წარმატებები. ეს ტელევიზია არის გარანტი თავისუფალი სიტყვის და ევროპასთან ინტეგრაციის.
ალბერტ ჭანია, იურისტი, სამართალმცოდნე