ანალიტიკაეკონომიკაპუბლიკაციები

სახელმწიფოს ბიუჯეტში დეფიციტის რიცხვი და ვალი საგრძნობლად მატულობს

იმისთვის, რომ მთავრობას იოლი ფულის — სესხის ხარჯვის ცდუნება არ გასჩენოდა, 2011 წელს პარლამენტმა მიიღო ორგანული (საკონსტიტუციო) კანონი ეკონომიკური თავისუფლების შესახებ. ამ კანონის მიხედვით, სახელმწიფო ვალი არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 60 პროცენტს. მოგვიანებით ეკონომიკური თავისუფლების კანონში სახელმწიფო ვალი მთავრობის ვალით შეიცვალა. ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი 3 პროცენტის ფარგლებში განისაზღვრა.
2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით, დეფიციტი, სახელმწიფო ვალის ზრდის შედეგად, მთლიანი შიდა პროდუქტის 7,7 პროცენტს გაუტოლდება. ეს კი ორგანული კანონის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება, ისევე როგორც სახელმწიფო ვალის მოცულობა — დაახლოებით 32 მილიარდი ლარი, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის 60,1 პროცენტს შეადგენს.
ფინანსტა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებთ: „არის თეორიული შანსი იმის, რომ ვალი შემდეგი წლების განმავლობაში მაინც გადაახტეს 60%-ს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, თუ რამდენად გვაქვს რესურსი იმისთვის, რომ ეს ვალი მნიშვნელოვნად შევამციროთ. სამწუხაროდ, 4 წელიწადში პრაქტიკულად არ არის ამის რესურსი და ის ასე იოლად არ ჩანს.»
2021 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მთავრობის ვალი აჭარბებს ზღვრულ 60%-იან დონეს.
შედარებისთვის: 2012 წელს მთავრობის მთლიანი ვალი შეადგენდა მშპ-ის 28.8%-ს.
ანუ… აქაც გაგებით მოგვეკიდეთო.

ზაზა ტრიპოლსკი

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

,,ნე უსპელ“

Joni Kvaracxelia

კალაძის ბიუჯეტი ცვლილებებს განიცდის ?

საქართველოში სატანამ ტახტი დაიდგა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი