განცხადება/მიმართვა

სახალხო დამცველის მკაცრი ანგარიში პენიტენციალურ უმძიმეს მდგომარეობაზე

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განცხადება გაავრცელა ძალადობრივ ჯგუფებზე რომლებიც ხელისუფლების დაკვეთით მოქმედებენ კონტრაქციების განსამართად. მან ასევე ისაუბრა პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე, ომბუდსმენის თქმით, საპყრობილეებში არიან გავლენის მქონე პატიმრები, რომლებსაც ციხის ადმინისტრაციასთან აქვთ ლეგიტიმაცია და რომლებიც პატიმრებს პრობლემების მოგვარებას ჰპირდებიან, ასევე, ერევიან მათ ყველა გადაწყვეტილებაში და აკონტროლებენ მათ საუბრებს და გარე სამყაროსთან კომუნიკაციას. გაეცანით სახალხო დამცველის განცხადებებს ორივე თემაზე: იყო აქციები, როცა პოლიციამ გამოიყენა მკაცრი ზომები და ძალისმიერი საშუალებები და იყო აქციები, მათ შორის განსაკუთრებით კონტრაქციები, როცა ერთი მხარე ძალადობს მშვიდობიან მოქალაქეებზე, მაგრამ სამართალდამცავები ორივე ჯგუფს განიხილავენ როგორც გამოხატვის და შეკრების თავისუფლებით მოსარგებლე პირებს, მიუხედავად იმისა, რომ აშკარად ერთი ჯგუფის მიზანია ხელი შეუშალოს მეორე ჯგუფს გამოხატვაში, შეკრებაში, იყენებენ ძალადობრივ ფორმებს და არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს. ეს მოხდა კონტრაციების შემთხვევებში ბოლო აქციებზე და იგივე ხდებოდა ლგბტ პირთა უფლებადამცველების მიმართ მიმდინარე წლის ზაფხულში”, – ახლა გთავაზობთ ლომჯარიას მეორე განცხადებას: ღია ტიპის დაწესებულებაში, სადაც ძალიან ბევრი პატიმარია და რამდენიმე ასეულ პატიმარზე ერთი ბადრაგი მოდის, ამიტომ იქ კონტროლი ძალიან რთულია. გამოსავალი არის სასჯელაღშრულების მცირე ზომის დაწესებულებების შექმნა, ბადრაგების, ციხის ადმინისტრაციის, სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდა. არსებულ სისტემაში, ამ ინფრასტრუქტურაში არის ნიადაგი, რომ არაფორმალური მმართველობა შეიქმნას”, – ამბობს ნინო ლომჯარია.

ომბუდსმენი ვერ აზუსტებს, ზუსტად რამდენი ხანია, რაც ციხეებში “მაყურებლები” გამოჩდნენ, თუმცა, მისი თქმით, სიღრმისეული კვლევა, მონიტორინგი, სპეციალიზებული შესწავლა სახალხო დამცველმა მიმდინარე წელს ჩაატარა

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

საჭიროა ვაქცინების წარმოების გაორმაგება-ანგელა მერკელი

ეს მოხდება ძალიან მალე…როგორც კი წააგებს ივანიშვილი არჩევნებს, ის გადაიხვეწება საქართველოდან-გეგელია

roma sajaia

ანტონიო გუტერეში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შემუშავების გლობალური კოალიციის შექმნის ინიციატივით გამოვიდა

დატოვე კომენტარი