განცხადებები

«საჭიროა პოლიტიკაში ლგბტ თემის წარმომადგენლები მოვიდნენ»-ბოლქვაძე

„რესპუბლიკური პარტიის“ თბილისის საკრებულოს სიის მეშვიდე ნომერი ნინო ბოლქვაძე  პოლიტიკაში ლგბტ თემის წარმომადგენლების მოსვლას საჭიროდ თვლის:

„საჭიროა, რომ პოლიტიკაში ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები გამოჩნდნენ, იმიტომ რომ მათ ყველაზე კარგად იციან ის საკითხები და პრობლემები, რაც მათ აწუხებთ. ისინი შეძლებენ ამ პრობლემების წარმოჩენასა და ადვოკატირებას იმ დონეზე, სადაც მიიღება გადაწყვეტილებები.

ეს არის აბსოლუტურად აუცილებელი საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ეს ყველას უსაფრთხოებას ეხება, რადგან რომელიმე ნიშნით ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა გულისხმობს იმას, რომ ხვალ ნებისმიერი ადამიანის, ნებისმიერი მოქალაქის უფლებები იქნება დარღვეული“, — აცხადებს ნინო ბოლქვაძე.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მწვავე განცხადება აფხაზეთის ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით.

Joni Kvaracxelia

«რომ არა ღმერთი! დღეს ვერ გეტყოდით რომ ცხოვრება გრძელდება და ძალიან მიყვარხართ!»-ნინო შუბლაძე

«თქვენს მიერ მოკლული ადამიანის შვილმა მთხოვა, მეკითხა რატომ მოკალით დედამისი»-სამადაშვილი გახარიას (ვიდეო)

დატოვე კომენტარი