ეთნოგენეტიკის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი ანდრიაძე ბაგრატოვანთა დინასტიაში მიმდინარე დაპირისპირების შესახებ განცხადებას აკეთებს და კონკრეტულ გზებზე საუბრობს თუ როგორ შეიძლება ამ საკითხის მოგვარება:
„რა თქმა უნდა, ამას ვერანაირად ვერ დავადასტურებ, რომ ეს რაიმე კავშირშია სიხარულიძესთან. რახან ასეთი აჟიოტაჟი მოჰყვა ამას მაინც უნდა დაზუსტდეს, რომ პირადად ბატონ ნუგზარისგან ჩვენ არ აგვიღია ეს ანალიზი. შვაბი, რომელიც არის ამ კვლევისთვის გამოყოფილი, ამერიკის ლაბორატორიაა ტეხასში, წაიღო შუამავალმა პიროვნებამ და მოგვიტანა მისგან ეს აღებული ანალიზი.
არსებობს რამდენიმე გამოსავალი. თუ ახლა ჩვენ გვაინტერესებს უფრო ღრმა კვლევა და ჩვენ ცენტრს ნამდვილად აინტერესებდა ეს კვლევა, საჭიროა, ნამარხი ძვლების შესწავლა, რომელიც გითხარით, რომ ასტრახანში გვყავს ჩვენ ორი მეფე, თეიმურაზ მეორე და ვახტანგი. თეიმურაზ მეორე არის პირდაპირი შტო ამ კახეთის ხაზისა,“- განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.