სოცქსელი

“საცოდავი ბარბარე რაფალიანცის მკვლელობით დაიწყეს მმართველობა ამ ურჯულოებმა”-დავით ნებიერიძე

პოლიტიკოსი დავით ნებიერიძე სოციალურ ქსელში წერს:

“ერთი წელი შესრულდება მალე რაც ზაზა სარალიძე იბრძვის თქვენი შვილების სიცოცხლის დასაცავად. მაგრამ, საზოგადოების უმრავლესობას ჰგონია, რომ უბედურება გვერდს აუვლის მათ შვილებს. არა ბატონებო, ისეთი სისტემაა შექმნილი, ისეთ გარემოში გვაცხოვრებს ჭორვილელი ოლიგარქი, რომ უბედურება ყველას მოგვაკითხავს სახლში, თუ არ გავერთიანდით და საბოლოოდ არ დავანგრიეთ ეს მკვლელების სისტემა. საცოდავი ბარბარე რაფალიანცის მკვლელობით დაიწყეს მმართველობა ამ ურჯულოებმა და ამ ანგელოზივით 9 წლის ბავშვის მკვლელობით მთავრდება მათი ბოგინი საქართველოში. ამდენის მოთმენა მხოლოდ ცხვარს შეუძლია და დაუმტკიცოთ ამ არამზადებს, რომ საზოგადოება არ არის ცხვრების ფარა.
ნუ დაელოდებით უბედურებას სახლში. გამოდით ხალხო და ერთად დავიცვათ ჩვენი შვილების სიცოცხლე. ნუ უღალატებთ საკუთარ შვილებს.”-წერს დავით ნებიერიძე

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

“ქრისტიანების უმრავლესობა საქართველოში ქრისტიანი კი არა, ქრისტესმოძულე წარმართია, ქრისტეს მტერია!”-ნათანიელ ერიაშვილი

“ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სამეგრელოში 20 პირია დაკავებული!”-ელისო კილაძე

“დღეს ატოცში ოკუპანტებმა დაარღვიეს მათ მიერვე დაწესებული საოკუპაციო ხაზი!!!”-დავით ქაცარავა

დატოვე კომენტარი