საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი საკუთარ განცხადებაზე განმარტებებს აკეთებს:
«მე გამოვთქვი ვარაუდი. მე არ ვამბობ, რომ ვიცი ეს საკითხი როგორი იყო, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეკლესიის მხრიდან იყო მზადყოფნა, რომ მომხდარიყო შეწყალება, მე მახსოვს, ცნობილი იყო ასე, რომ ბატონი პრეზიდენტი აპირებდა, ასევე მზად იყო ეკლესია და მე გავაკეთე დასკვნა, რომ რადგან ეს არ შედგა, ხომ არ იყო რაიმე ისეთი პროცედურა, რაც არ აძლევდა პრეზიდენტს ამის საშუალებას, ეს არის ჩემი ვარაუდი,“ — განაცხადა მეუფე დანიელმა.