პოლიტიკა

საჩუქარი საქართველოს ვიშეგრადის სახელმწიფოებისგან

ვიშეგრადის ჯგუფის სახელმწიფოებმა ქართულ სამედიცინო დაწესებულებებს ჟანგბადის 55 კონცენტრატორი გადასცეს. პროექტი, «საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერა ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველსაყოფად COVID-19 პანდემიის დროს« ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდისა და კორეის რესპუბლიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. 16 მარტს ჩეხეთის, სლოვაკეთისა და უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები პოლონელ მრჩეველთან და საქართველოში ჩეხეთის ფონდ კარიტასის გუნდთან ერთად თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდნენ და ჟანგბადის 55 კონცენტრატორი გადასცეს.
პროექტი მოიცავს ე.წ. COVID-19 სასტუმროების პერსონალის შესაძლებლობების განვითარებას სპეციალურად შექმნილი ტრენინგის მოდულის საშუალებით და პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის აღჭურვილობის მიწოდებას, დასავლეთ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების უკეთესი მართვისთვის.
International Visegrad Fund countries handed over 55 oxygen concentrators to Georgian Medical Holdings. The medical equipment was delivered in the frame of the project “Supporting Georgian health care system to provide quality medical services during Covid-19 pandemic” funded by V4 and the Government of Republic of Korea. On March 16, the Czech, Slovak and Hungarian Plenipotentiary and Extraordinary Ambassadors together with Polish Counsellor and the team of Caritas Czech Republic in Georgia visited Republic Hospital in Tbilisi to meet Ekaterine Tikaradze, the Minister of IDPS, Labour, Health and Social Affairs of Georgia to hand over 55 oxygen concentrators.
The project covers the capacity building of the staff of so-called Covid-19 hotels through specially created training module and through providing equipment, also to the primary healthcare workers in order to help them manage Covid-19 cases at home setting in West Georgia.

წყარო

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შევიდნენ

ხვალიდან ახალი აკრძალვები ამოქმედდება

სახელმწიფო მშენებლობებთან დაკავშირებით ამკაცრებს სანქიებს

დატოვე კომენტარი