კრიმინალი

საშინელი ისტორიის ფინალი: 9 ადამიანის მკვლელი ტოკიოში, შირაიში ჩამოახრჩვეს

იაპონიაში სიკვდილით დასაჯეს “ტვიტერის მკვლელი”, რომელმაც 9 ადამიანი მოკლა

2025 წლის 27 ივნისს, ტოკიოს საპატიმროში სიკვდილით დასაჯეს ტაკაჰირო შირაიში — დამნაშავე, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა როგორც “ტვიტერის მკვლელი”.

34 წლის შირაიში 2020 წელს მიესაჯა სიკვდილით დასჯა ცხრა ადამიანის — რვა ქალისა და ერთი მამაკაცის — სასტიკი მკვლელობისთვის. დანაშაულები 2017 წელს მოხდა ქალაქ ძამაში, ტოკიოს მახლობლად, სადაც ის ცხოვრობდა.

შირაიში თავისი მსხვერპლები სოციალური ქსელით — Twitter-ით — პოულობდა. ისინი გამოქვეყნებული ჰქონდათ სუიციდური შინაარსის პოსტები. შირაიში ამ ადამიანებს ეუბნებოდა, რომ დაეხმარებოდა “უმტკივნეულად” სიცოცხლის დასრულებაში, იწვევდა თავის სახლში, ხოლო შემდეგ აუპატიურებდა, კლავდა და სხეულის ნაწილებს მაცივრებში ინახავდა.

მამაკაცი, რომელიც ერთ-ერთი ქალის მეგობარი იყო, შირაიიშიმ მხოლოდ იმ მიზნით მოკლა, რომ დანაშაული დაეფარა.

ეს საქმე დიდი შოკი იყო იაპონური საზოგადოებისთვის და კვლავ გააჩინა დისკუსია როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე, ისე სოციალურ ქსელებში უსაფრთხოების ზომებზე.

მსგავსი პოსტები

რუსთავში „ზუმერის“ მაღაზია გაქურდეს

მარგველაშვილმა მისი ნათესავი, ბრალდებული ირაკლი ქორიძე, რომელიც დიდი ოდენობით ნარკორეალიზაციის ფაქტზე დააკავეს შეიწყალა

Joni Kvaracxelia

რა მიზეზით გადაიდო გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 7 მოწმის დაკითხვა?

დატოვე კომენტარი