ანალიტიკაპუბლიკაციები

საყოველთაო კარანტინის სოციალურ ეკონომიკური ასპექტები

მინდა ძალიან მნიშვნელოვან რაკურსში დაგანახოთ იმ შეზღუდცების სოციალურ ეკონომიკური ასპექტები, რომელიც შემოიღო ივანიშვილის ხელისუფლებამ კორონასთან ბრძოლის მოტივით.
საქმე იმაშია, რომ კორონა პანდემიამ საქართველოს მოუსწრო ფაქტიურად განადგურებული და სექტორალურად ჩამოშლილი ეკონომიკის პირობებში. რასაც მნიშვნელოვნად ამძიმებდა ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა და არანორმალური ინფლაციის დონე. კორონა პანდემიამ კი პრაქტიკულად მთლიანად ამოქოლა ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების ყველა ფუნდამენტური, ტრადიციული წყარო. განსაკუთრებით დიდი დარტყმა მივიღეთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ტურიზმის სეგმენტში. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა ლარი გადაიყვანა რეანიმაციის რეჟიმში და ასულდგმულებს მხოლოდ სავალუტო ინტერვენციებით.

ამ უაღრესად კრიტიკულ ვითარებაში ივანიშვილის მინისტრთა კაბინეტმა მეტი უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა და გადაწყვიტა მოხმარების და ბაზარზე მოთხოვნის რადიკალურად შემცირების გზით მაქსიმალურად შეემცირებინა უცხოური ვალუტის გადინება ქვეყნიდან, რომელიც აუცილებელია ქვეყნის იმპორტით უზრუნველსაყოფად. ანუ, ხელისუფლება მიზანმიმართულად და რადიკალურად უზღუდავს თითოეულ მოქალაქეს მოთხოვნას სამომხმარწბლო პროდუქციაზე, მიზანმიმართულად და მასიურად აშიმშილებს ხალხს, რათა შემცირდეს ქვეყანაში იმპორტის მოცულობა ლარის კურსის გადარჩენისა და ჰიპერ ინფლაციის თავიდან აცილების მიზნით. რამე თუ სხვა მაკროეკონომიკური ინსტრუმენტი ხელისუფლებას აღარ დარჩა ამ ამოცანის გადაჭრისთვის, გარდა ამ ტიპის უპრეცენდენტო მასშტაბის ძალადობისა.
ამ ძალადობის აქტის განხორციელებისთვის დროც შესაბამისადაა შერჩეული. ივანიშვილის კლეპტოკრატიული ხელისუფლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო გადაევადებინა ეროვნული ვალუტის კრახი და ეკონომიკურ სოციალური კოლაფსი გაყალბებული საპარლამენტო არჩევნევიდან დროში რაც შეიძლება შორს, რათა შეემცირებინა პოლიტიკური რისკები ხელისუფლების უზურპაციის ფაქტის პარალელურად. ამ პოლიტიკურ მოცემულობაში ეკონომიკის ჩამოშლა და ლარის კურსის კატასტროფული ვარდნა უაპელაციოდ დაასრულებდა ივანიშვილის ხელისუფლებას. ზუსტად ამიტომ ჩაგვკეტა ყველა სახლებში და ზუსტად ამ მიზნებისთვის გვაშიმშილებს მასიურად. იგივე მიზნებისთვის დაგვტოვა შემოსავლების გარეშე, რომ ვერაფერი ვიყიდოთ და იმიტომ არ გადაგვივადეს საბანკო ვალდებულებები, რომ საკვებისთვის მინიმალური ფული დაგვრჩეს.
ეს კარანტინი რომ მოხსნან დღეს, ლარის კურსი ნახტომისებურად დაეცემა და მაღალი ალბათობით პირველ თვესვე ასცდება 4,0-იან ნიშნულს. რაც გამოიწვევს სოციალურ კატასტროფას, პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების არნახული ზრდის გამო. რაც თავისმხრივ სოციალური ბუნტის საბაბი გახდება.

დავით ნებიერიძე, დაიცავი არჩევანი

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«ჯეფერსონ დევისი სიცოცხლის ბოლომდე პატივსაცემ ადამიანად დარჩა»

ვინ დააბრუნა მომრავლებული ყაჩაღობა წამებით 90 –იანი წლების სტილში?!

SOS ! მილიონერი და საეჭვო კაპიტალის მქონე დეპუტატები მმართველ პარტიაში

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი