განცხადება/მიმართვა

“საქმე გვაქვს არათანმიმდევრულ, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსთან…”-თალაკვაძე სააკაშვილზე

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა:

“რუსთაველზე გასეირნების უფლება აქვს ყველას, ვინც პატიმრობაში არ იმყოფება. სააკაშვილის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს არათანმიმდევრულ, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსთან, რომელიც ყოველთვე ცვლის თავის პოზიციას. ხან ამბობს, რომ იმდენად ავად არის, ვეღარ აფასებს ვითარებას, ხან პოლიტიკას ემიჯნება, ხან უკრაინის პოლიტიკაში მონაწილეობს, ხან საქართველოში ჩრდილიდან მართავს თავის პარტიას. დღეს უკვე გამოაცხადა, კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობის” და მისი პოლიტსაბჭოს ლიდერი ვიქნებიო. მისი განცხადებები უკიდურესად არასერიოზული და არათანმიმდევრულია”-განაცხადა თალაკვაძემ.

მსგავსი პოსტები

მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა მიმდინარეობს.

Joni Kvaracxelia

“მირჩევნია სიმართლისთვის დავისაჯო, ვიდრე ტყუილით გავმართლდე”-მეუფე პეტრე

“ჩემით ივაჭრეს, ჯოხივით გადამტეხეს, ვითომ არც ვარსებობდე…”-ნიკა მელიას გზავნილი ციხიდან

roma sajaia

დატოვე კომენტარი