განცხადება/მიმართვა

“საქმე აღარ ეხება თიბისის, საქმე ეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს პერსპექტივას, ჩვენს მომავალს”-მამუკა ხაზარაძე

თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხარაძემ ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრისას განცხადება გააკეთა:

„ბევრი რამ მოვისმინეთ, ბევრი სპეკულაცია ამ თემებთან დაკავშირებით. მთელი გულწრფელობით ვლაპარაკობ, რომ არც ანაკლიას ვეფარებით და არც ბანკს ვეფარებით… მე გითხარით იმის შესაძლებლობა, როცა უკვე მაისსა და ივნისში უნდა მივიღოთ ჩვენმა ქვეყანამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაფინანსების წყარო, მსოფლიოს 6 წამყვანი საფინანსო ინსტიტუტიდან, მათ შორის, ორი სახელმწიფო ბანკია – გერმანიის და ჰოლანდიის, ევრობანკი, ოპიკი, აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის და განვითარების, ინვესტიციის ბანკი, 600 მილიონ დოლარზეა ლაპარაკი. ეს არის პირველი ფაზის დაფინანსება. აქვე მინდა გითხრათ, რომ ერთი წამიც არ ამოვარდნილა ჩვენი კომპანია იმ სამუშაო გრაფიკიდან, რა გრაფიკზეც ხელი გვაქვს მოწერილი სახელმწიფოსთან და ახლაც ისე იგეგმება, 2020-ში პირველი გემის მიღება, რა თქმა უნდა, თუ ასეთმა ფაქტებმა ხელი არ შეუშალა. ამიტომ, მე ვთხოვ ყველას, იმიტომ, რომ საქმე აღარ ეხება თიბისის, საქმე აღარ ეხება კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს პერსპექტივას, ჩვენს მომავალს და ყველა დაინტერესებულ მხარეს იმიტომ მოვუწოდეთ და პარლამენტიც იმიტომ ვახსენეთ, რომ დროზე გაირკვეს სიტუაცია, დროზე დაიხუროს არარსებული თემები და ჩვენ დავუბრუნდეთ ჩვენს საქმეს, რათა ყველამ ერთად ვაკეთოთ ჩვენი პირდაპირი საქმე – ბიზნესის კეთება,“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ემზარ კვიციანი “ქურდული სამყაროს” შესახებ კანონის გაუქმებას ითხოვს

სააკაშვილის ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი მთავრობაა-კელი დეგნანი

Joni Kvaracxelia

“თქვენ პუტინის წილხვედრი ხართ თუ ღვთისმშობლის ეს უნდა გადაწყვიტოთ”-გიორგი გაბუნიას მონოლოგი (ვიდეო)

დატოვე კომენტარი