აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში პირები შეძლებენ, ადგილზე წარმოებული პროდუქცია შემოიტანონ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე თანმხლები დოკუმენტების, ასევე შემოწმების საჭიროების შემთხვევაში, საქონლის დათვალიერების საფუძველზე. რაც შეეხება საქონლის ექსპორტს- აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში წარმოშობილი საქონლის ექსპორტი შესაძლებელია საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით, საქართველოს წარმოშობის სერთიფიკატის თანხლებით და პროდუქტის სათანადო მარკირებით (მაგ. მეწარმის რეგისტრაციის ადგილის მითითებით). საქონლის დეკლარირება განხორციელდება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რეგისტრირებული სპეციალური ან ჩვეულებრივი გადამხდელის სტატუსის მქონე პირის მიერ. საქონელზე წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა, დეკლარირება, შემოწმება, ექსპორტში გაშვებასთან დაკავშირებული პროცედურები განხორციელდება შემოსავლების სამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელ პირებს, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რეგისტრირებულნი არიან მეწარმედ და აქვთ სპეციალური გადამხდელის სტატუსი, უფლება ეძლევათ, საქონელი მიაწოდონ აფხაზეთსა და ცხინვალის ამ ინიციატივით და შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. ამ შემთხვევაში, სასაქონლო ზედნადები დაიხურება სასაზღვრო ხაზის გადაკვეთისას. ამასთან, საქონელი ჩაითვლება მიწოდებულად.