საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2023 წლისთვის ევროკავშირის წევრობისთვის მზად იქნება.
«ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. შეხვედრები ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ევროინტეგრაციის კონტექსტში, საუბარი გვქონდა და განვიხილეთ თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები. განვიხილეთ კონკრეტული პროექტები, რომელიც შეიძლება განხორციელდეს ერთობლივად. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით ამბიციური გეგმები გვაქვს. 2030 წელს, ეს წელი იყო ნახსენები პრეზიდენტი მიშელის მიერ, საქართველო იქნება უფრო მეტად მზად, ვიდრე ნებისმიერი სხვა კანდიდატი ქვეყანა წევრობისთვის. ეს არის ჩვენი ამბიციური გეგმა, ეს არის ჩვენი ამბიცია და ჩვენ ვართ ერთგული ამ დღის წესრიგისადმი და იმ ნაბიჯებისათვის, რომელიც გადასადგმელია ევროინტეგრაციისათვის. იმედი გვაქვს, რომ 2030 წლისათვის მაინც საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო»-განაცხადა კობახიძემ