განცხადება/მიმართვამსოფლიოში

საქართველო შესაძლოა დარჩეს ევროპიდან ფინანსური დახმარების გარეშე — ევროპარლამენტის წამყვანი დეპუტატები

კომპრომისზე უარის თქმის შემდეგ, ეროპარლამენტარები საქართველოსთვის მაკროსაფინანსო დახმარების შეჩერებას მოითხოვენ. ისინი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკებების წარუმატებლად დასრულებაზე მწუხარებას გამოთქვამენ და ამ შედეგში პასუხისმგებლოას როგორც მმართველი, ისე ოპოზიციურ პარტიებაც აკისრებენ.

«განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება. ურყევ მხარდაჭერას ვუცხადებთ კრისტიან დანიელსონის დაუღალავ შრომას და მისი წინადადებების გასაჯაროებას მივესალმებით, რამაც მედიაციის პროცესის გამჭვირვალობა კიდევ უფრო გაზარდა. პოლიტიკურ პარტიებს შორის ნდობის აღდგენა არსებითია. ამ დოკუმენტის შინაარსი საქართველოს წინსვლისთვის კარგი საწყისი წერტილია: ამბიციური საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, პასუხისგებლობის სამართლიანი განაწილება პარლამენტში, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანიამომავალი არჩევნებისა და პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორი საქმის გადაწყვეტა.პოლიტიკური პარტიების მიერ კომპრომისის მიღწევაზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ევროკავშირთან ძველებურად საქმის გაგრძელებას არ უნდა ელოდონ. კერძოდ, ევროპარლამენტი მოითხოვს დადგეს საპასუხო შედეგები ევროკავშირის ფინანსური დახმარების საკითხში, მათ შორის როგორც მომდევნო გადახდის შეჩერების, ისე იმ პირობების გამკაცრების მხრივ, რაც ევროკავშირის მხრიდან მაკროსაფინანსო დახმარების პროგრამებსა და საბიუჯეტო მხარდაჭერას უკავშირდება», — ნათქვამია განცხადებაში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ჩვენ ვიცით, რა არის ომი ჩვენივე ტერიტორიაზე, რამხელა ტკივილი შეუძლია, მოიტანოს, ამიტომ გვინდა, დამყარდეს მშვიდობა ევრო-აზიურ რეგიონში-ილჰამ ალიევი

ერაყში კოვიდინფიცირების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

Joni Kvaracxelia

საპროტესტო აქცია ბულგარეთში დაშალეს

დატოვე კომენტარი