ინტერნეტ მომხმარებელი ნათანიელ ერიაშვილი სოციალურ ქსელში ამ წერილს აქვეყნებს:
«1- საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა არაა,ამას დიმიტრი როსტოველი ამბობს, თუმცა, ამ ფაქტს არ აღიარებს არცერთი ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია და ეს უბრალოდ გადმოცემაა, ფოლკლორია, მართლა ასე რომ იყოს მაშინ გამოდის, რომ საქართველოს ეკლესია რომისა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებზეც კი უპირატესია და დიპტიხიში პირველ ადგილზე უნდა იყოს.
2- ანჩისხატი ხელთუქმნელი არაა, აშკარად ეტყობა, რომ დახატულია და თუ გჯერათ, რომ იესოს ასეთი ასიმეტრიული სახე ჰქონდა, ყოჩაღ თქვენ! ბიზანტიური ხატწერის ნიმუშია. ანჩისხატი მხოლოდ თავისი იკონოგრაფიითაა ხელთუქმნელი, ისე, ენკაუსტიკის წესითაა შესრულებული.
3- მეორედ მოსვლა არ იქნება ქართულ ენაზე(იგულისხმება განკითხვის პროცესი, რომელსაც არამგონია იესო ქრისტე ვერბალურად წარუძღვეს) , ეს სისულელე დაწერა იოანე ზოსიმემ, რომელსაც არანაირი საღვთისმეტყველო ავტორიტეტი არ ჰქონია და არცაა შერაცხული წმინდანად, პლუს ამას არაერთხელ გამოუძევებიათ მონასტრებიდან, დავუშვათ და თუ ეს მართლა ასე მოხდა მაშინ გამოდის, რომ განკითხვის პროცესს მხოლოდ ქართველები გაიგებენ რაც აბსოლუტური სისულელეა.
4- ბაგრატიონები არ არიან დავით მეფის შთამომავლები ეს ყველაფერი ქართული პროპაგანდა იყო.
5-ქრისტეს კვართი მართლა რომ იყოს მცხეთაში ის უცილობლად უნდა იქნეს ამობრძანებული მიწიდან და უნდა მიეცეს მომლოცველებს საშუალება ემთხვინ მას, მაგრამ არავინ არ იცის სადაა ეგ კვართი, ქრისტიანული სამყაროს უდიდესი სიწმინდე არის მიწაში, ჩვენ ეს ვიცით და იქვე ვტოვებთ? ამათ ფული ისე უყვართ აგერ შვილმკვდარი მამის მიერ ნაჩუქარ მიწას ყიდიან უნამუსოდ და კვართს გააჩერებდნენ მიწაში?
6- ეს ცალსახად ქართველებს არ ეხებათ, მაგრამ აღდგომას ცეცხლი არ გადმოდის, მას კანდელიდან ანთებენ და ის ჩვეულებრივად წვავს, თუ არ გჯერათ დააკვირვებით უყურეთ ყველა ვიდეოს და მანახეთ თუნდაც ერთი კადრი სადაც მომლოცველს ცეცხლი რამდენიმე წამის მანძილზე მაინც უჭირავს კანთან.
7- სერაფიმე საროველს არ უთქვამს ვინც ივერიას შეებრძოლება ის დედა ღვთისას ებრძვისო, ესეც ფოლკლორია, ამის არცერთი წყარო არ არსებობს.
ამ იდეებით იკვებებოდა და იკვებება ქართული პრავასლავნიკური პატივმოყვარეობა და მერე სომხებისგან გვიკვირს იგივე, ჯერ საკუთარი თვალიდან ამოვიღოთ დირე და მერე ვეძებოთ მოყვასის თვალში ბეწვი.»