“ნაციოალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე წერს:
“საქართველო, საუბედუროდ, დაადგა კორონავირუსის გავრცელების ყველაზე უარეს, სომხურ სცენარს, რასაც შეიძლება მოჰყვეს ასეულობით მსხვერპლი და ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი. -როგორ ცდილობს მთავრობა თავიდან აიცილოს მოვლენების ამ სცენარით განვითარება? -არის თუ არა ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იმაზე ძლიერი, ვიდრე იყო რამდენიმე თვის წინ?-რაში დაიხარჯა ნასესხები 5 მილიარდი და რატომ არ ეტყობა იგი ჯანდაცის სისტემას?-რატომ დუმს მთავრობა და რატომ უქმნის ილუზიას ხალხს, რომ არაფერია საგანგაშო და რატომ ადუნებს მათ სიფრთხილეს?-კორონაზე გამარჯვებული ხალხის პარტიად რომ გამოაცხადეთ თავი და სპეცგაზეთს რომ არიგებთ სააგიტაციოდ წინასაარჩევნოდ, ორიოდე კვირის მერე იმ გაზეთს რომ თავზე გადაგახევთ ამომრჩეველი, ამაზე თუ გიფიქრიათ?აი, ეს არარიტირიკული კითხვები მაქვს მთავრობასთან და ოფიციალურადაც გავუგზავნი სადეპუტატო შეკითხვის სახით, რათა მივიღო პასუხი. სხვანაირად, არჩევნებამდე, არც გიპასუხებენ და არც შეიმჩნევენ.»-წერს რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ დღეს, 22 სექტემბერს საქართველოში კორნავირუსის 218 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.