საქართველო საზღვრებს ხსნის ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან

0
384

საქართველო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრებს ხსნის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველ ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

ამასთან, ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაცით, ზემოჩამოთვლილი ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით ჩამოსვლა.

გარდა ამისა, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე, მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ