განცხადება/მიმართვა

“საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით…”-ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკრაინასთან დაკავშირებით განაცხადა:

“ზუსტად 2 წლის წინ, ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის თავზე უდიდესი უსამართლობა დატრიალდა. რუსეთის სამხედრო აგრესიამ ათიათასობით უკრაინელის, მათ შორის ასობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, 10 მილიონზე მეტი ადამიანი ლტოლვილად ან დევნილად იქცა, განადგურდა ქვეყნის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა, ოკუპირებულია უკრაინის ტერიტორიის 20 პროცენტი. ომს ყოველდღიურად მოაქვს მსხვერპლი და ნგრევა, რაც აუცილებლად უნდა დასრულდეს. საქართველო მტკიცედ დგას მეგობარი უკრაინელი ხალხის გვერდით, რაც გამოიხატება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ძლიერი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერით. ჩვენ მეგობარ უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას!”-განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი პოსტები

“2.5 თეთრი თითო პაჩკა სიგარეტიდან ბიძინას ჯიბეში, კი გვაქვს დოკუმენტირებულ-დამტკიცებული”-გვარამია

ტრამპი, 2016 წელს რუსეთთან არასწორად გამკლავების გამო ობამას ადანაშაულებს

“ნაცმოძრაობამ” მილიონამდე ხმა აიღო, მაგრამ არ გამოიყვანეს ხალხი გარეთ და ხელმოწერას აგროვებენ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე”-ნათელაშვილი

დატოვე კომენტარი