«დღეს ხელი მოეწერება მსოფლიო ბანკთან შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ქვეყანა მიიღებს შეღავათიანი პირობებით 85 მილიონი ევროს ოდენობის დახმარებას პანდემიით დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის
მინდა განვმარტო, რომ აღნიშნული ფინანსური მხარდაჭერა, ეს შეთანხმება მიღწეულ იქნა ფინანსთა სამინისტროს, უშუალოდ მინისტრის ჩართულობით. წარმატებული მოლაპარაკების შედეგად. მსოფლიო ბანკმა გადაწყვეტილება მიიღო 11 მაისს. ასევე ეკონომიკის მინისტრი იყო აქტიურად ჩართული.
ამასთან, აღნიშნული პროექტის ზედამხედველობას განახორციელებს ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“. მოგეხსენებათ, რომ მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და რა თქმა უნდა, ჩვენ დამატებით, სხვა მასტიმულირებელ მექანიზმებს შევიმუშავებთ და წარმოგიდგენთ უახლოეს მომავალში»-განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.