სოცქსელი

“საქართველო კატასტროფულად დაეშვა…”-სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ სოციალურ ქსელში ქვეყანაში არსებულ რიგ საკითხებს ეხმაურება.

“საქართველო კატასტროფულად დაეშვა სასკოლო განათლების მსოფლიო რეიტინგში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიღებთ პრაქტიკულად უსწავლელ ახალ თაობას. ეს არის მასწავლებელთა გადამზადების იმ პროგრამის შეჩერების პირდაპირი შედეგი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებდით. 2012 წლიდან შეიცვალა მთავარი რამ – სწავლა ისევ აღარ არის პრესტიჟული. ბავშვები უყურებენ, რომ ცხოვრებაში სულ სხვა კრიტერიუმებია საჭირო წარმატების მისაღწევად – ნათესაური კავშირები, ჩალიჩი, ეშმაკობა, კრიმინალი, მაგრამ განათლება ამ ჩამონათვალში ბუნებრივია არ შედის.

პირველი მთავარი რეფორმა, რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ უნდა გატარდეს არის განათლების ფუნდამენტური რეფორმა. მე მაქვს ჩემი აბსოლუტურად ზუსტი ხედვა თუ როგორ უნდა მოვახდინოთ არსებული ჭაობიდან განათლების სისტემის გამოყვანა, მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება და წახალისება, მოსწავლეებში ინტერესის გაძლიერება და ახალი სტიმულების შემოღება მაღალხელფასიანი სამუშაო ადგილების მოპოვებაზე მორგებული განათლების დანერგვა”- წერს  სააკაშვილი.

მსგავსი პოსტები

“კიდევ კაი წმინდა ნინომ არ იცოდა, რომ ეს მის გზას დაადგებოდა, თორემ აღარ ჩამოვიდოდა საერთოდ”-შალვა ნათელაშვილი

„ძალიან დიდი საფრთხის შემცველი განცხადება გააკეთა თეა წულუკიანმა”

“ვიზიარებ დიდ დიღომში აფეთქების შედეგად ყველა დაღუპულის ოჯახის მწუხარებას…საჭიროა ეს მძიმე ვითარება,სასწრაფოდ დასრულდეს!”

დატოვე კომენტარი