სხვადასხვა

“საქართველო იქნება ჩვენი რეგიონის სინგაპური, დუბაი, ჰონგ-კონგის დემოკრატიული შეფერილობით, უკრაინა კი იქნება ახალი ზესახელმწიფო”-მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა    მიხეილ სააკაშვილმა, „ბელსატ ტივის“ ეთერში განაცხადა, რომ  საქართველო იქნება ჩვენი რეგიონის სინგაპური, დუბაი, ჰონგ-კონგის დემოკრატიული შეფერილობით, უკრაინა კი იქნება ახალი ზესახელმწიფო.

“მიმაჩნია, რომ საჭიროა საქართველოს გადარჩენა. ახლა დაკავებული ვარ მთელ მსოფლიოში ქართველი ემიგრანტების კონსოლიდაციით. 12 მაისს დიდი ყრილობა გვაქვს მიუნხენში. ჩვენ გადავარჩენთ საქართველოს, დავაბრუნებთ მას სწრაფი განვითარების ლიანდაგებზე. მიმაჩნია, რომ უკრაინა იქნება ჩვენი რეგიონის ზესახელმწიფო, თუმცა მაინც, ნებისმიერ პირობებში, საქართველო იქნება ყველაზე წარმატებული ქვეყანა, უკრაინის ზესახელმწიფოებრიობის პირობებშიც კი, რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა, მისი სწორ გზაზე დაყენება უფრო სწრაფად არის შესაძლებელი. საქართველო იქნება ჩვენი რეგიონის სინგაპური, დუბაი, ჰონგ-კონგის დემოკრატიული შეფერილობით, უკრაინა კი იქნება ახალი ზესახელმწიფო. უკრაინაში არის ადამიანი, რომელიც ამით დაკავდება, უკრაინა ჩემს სახლად მიმაჩნია, თუმცა, ბუნებრივია ახლა ჩემთვის საქართველოს გადარჩენის საკითხი პირველ ადგილზეა. თუმცა ეს არ აუქმებს კიევში ჩასვლის ჩემს გეგმებს. ამის შემდეგ კი აუცილებლად გავემგზავრები საქართველოში, თბილისში”, – განაცხადა  სააკაშვილმა.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

“ევროპული საქართველოს” წევრის მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ლენინის ფოტო საქართველოს ერთ-ერთ ტაძარში

roma sajaia

“მოჭმული მაქვს ფეხი”-დათვების შემოსევა გურიაში

დატოვე კომენტარი