საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “კურიერში” ბიძინა ივანიშვილის წერილს ეხმაურება:
„ივანიშვილს ამდენის გამოთქმა არ შეუძლია ვერბალურად, სიტყვით, არავის არასდროს არ უნახავს ასეთი რთული სიტყვები მის მიერ წარმოთქმული, ამიტომ, ვიღაცას დააწერინა და თავის სახელით გამოაქვეყნა. უბრალოდ, რომ უთხრა, რომ წააკითხო, ზუსტად ისევე წაიკითხავს, როგორც დისერტაცია რომ დაწერა ვითომ, იმის სათაურს გაიმეორებს, საერთოდ არაფერ შუაშია.
„მაგრამ რადგან ეშმაკზე საუბრობს, მინდა ვთქვა, რომ რა ჰქვია იმ ადამიანს, ვინც მრავალი წლის განმავლობაში ასპონსორებდა და მხარს უჭერდა 9 აპრილის მთავარ დამრბევს და მთავარ ჯალათს, გენერალ ლებედს. შემთხვევით ეშმაკი ხომ არაა? რა ჰქვია იმ ადამიანს, ვინც შეაჩერა საქართველოს ეკონომიკური განვითარება, შეგახსენებთ, რომ ჩემს დროს საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 4-ჯერ, ივანიშვილის დროს გაიზარდა 0 პროცენტით, შემთხვევით ეშმაკი ხომ არაა?
„რა ჰქვია იმ ადამიანს, ვინც ყველა ბანკს დაეპატრონა, მთავარ მევახშედ იქცა ქვეყნის და ასობითათასი ქართველი გააკოტრა და მილიონამდე ქართველი გააქცია საქართველოდან. შემთხვევით ეშმაკი ხომ არაა? რა ჰქვია იმ ადამიანს, ვინც საქართველოს გმირებს, მაგალითად, ჩვენი ოფიცერი რობაქიძე, რომელმაც ჩამოაგდო რუსული თვითმფრინავი, მას ჩაუდო ბესელიას კადრები, ისევე, როგორც სხვა ოფიცრებს საქართველოს შეიარაღებული ძალების, რომა შამათავას ალპობს ციხეში, მაშინ, როცა აფხაზეთში ჩვენებს ხოცავენ, რა ჰქვია ასეთ ადამიანს თუ არა ეშმაკი.
„რა ჰქვია ადამიანს, ვინც მოიპარა არჩევნები და პოლიტიკურ ლიდერებს ან ქვეყნიდან აგდებს ან ალპობს ციხეში თუ არა ეშმაკი? რა ჰქვია იმ ადამიანს, ვინც უამრავ ფულს ხარჯავს Facebook-ზე და სხვაგან სიძულვილის, სიცრუის და ყველა საზიზღრობის ტირაჟირებაში, თუ არა ეშმაკი და შემთხვევით, ეს ეშმაკი 1.65 ხომ არ არის სიმაღლით, ლურჯ კოსტიუმებს ხომ არ იცვამს ხოლმე, ხეებს ხომ არ ეხუტება და კოცნის და ათასგვარ რიტუალებს ჩადის და შემთხვევით სოლოლაკის მთაზე ხომ არ ცხოვრობს.
„საქართველო ისევე მოიშორებს ამ ეშმაკს და ამ გაქნილ კრიმინალს, როგორც მოიშორა საბჭოთა კავშირი, კომუნისტური წყობა, საქართველო გათავისუფლდება და ეს მთაც გათავისუფლდება და საქართველო ისევ გააგრძელებს თავის ისტორიას, თავის განვითარებას,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
