“საქართველო ეკონომიკურად არ ჩამოუვარდება ევროპის წამყვან ქვეყნებს, თუ რამდენად მოხდა შენარჩუნება ეკონომიკის ძირითადი მაჩვენებლების. განსაკუთრებით თუ ვნახავთ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების რეიტინგებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ინვესტიციების მოზიდვა მომავალში პრობლემა არ იქნება. ასე რომ, ეკონომიკა მყარად დგას იმ კრიზისის ფონზე, რომელიც მთელ მსოფლიოშია შექმნილი” – განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ხელაშვილმა “იმედთან” სტუმრობისას.
Loading…
