მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას: საქართველოს სჭირდება სოლიდარობა და მხარდაჭერა დემოკრატიის დასაცავად
თბილისი, საქართველო — ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები და საზოგადოების წარმომადგენლები, გულწრფელად მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას — ამ გადამწყვეტ პერიოდში, როდესაც საქართველოს მომავალი გადის ღრმა პოლიტიკური და ღირებულებითი კრიზისის გზით.
დღეს, ჩვენს ქვეყანას სჭირდება არა მხოლოდ შიდა ძალისხმევა, არამედ ძლიერი, პრინციპული და კონსტრუქციული საერთაშორისო მხარდაჭერა. მხარდაჭერა იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო — სადაც ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა იცხოვროს დაცულ გარემოში და ისარგებლოს საკუთარი თავისუფლებითა და უფლებებით.
საქართველოს საგარეო პოლიტიკა, რომელიც წლების განმავლობაში მკაფიოდ დასავლურ ორიენტაციას ეფუძნებოდა, დღეს მძიმე და სახიფათო ცვლილების წინაშეა. მოქმედი ხელისუფლების ქმედებები და რიტორიკა მიუთითებს მცდელობაზე, რომ ქვეყანა ეტაპობრივად ჩამოშორდეს დასავლურ სივრცეს, რაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს — იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი.
პოლიტიკური ვითარება საქართველოში პერმანენტულად დაძაბულია. სამწუხაროდ, ხელისუფლება სულ უფრო მეტად იყენებს რეპრესიულ მექანიზმებს განსხვავებული აზრის ჩასახშობად. ბოლო თვეებში პოლიტიკური ოპონენტები, ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები პატიმრობაში აღმოჩნდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ გამოხატეს კრიტიკა ან არ დაეთანხმნენ მმართველი ძალის პოლიტიკას.
საერთაშორისო ორგანიზაციებმა და უფლებადამცველმა სტრუქტურებმა არაერთი ასეთი პიროვნება ცნეს პოლიტიკურ პატიმრად. მათი დაკავება არ წარმოადგენს მხოლოდ შიდა პოლიტიკური ანგარიშსწორების აქტს — ეს არის დემოკრატიის რღვევის ღია დემონსტრირება.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური პატიმრების უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლება არის პირველი და აუცილებელი ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესის აღსადგენად.
ამის შემდეგ, აუცილებელია ჩატარდეს ახალი, სამართლიანი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი არჩევნები, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ყველა მოქალაქის თანაბარი მონაწილეობა და ყველა პოლიტიკური ძალის თავისუფლება.
მხოლოდ ასეთი გარემო შექმნის საფუძველს ნამდვილი დემოკრატიისთვის და ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის.
მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, პარტნიორ სახელმწიფოებს, განსაკუთრებით აშშ-ის კონგრესს, სენატს, ევროპარლამენტს, ევროსაბჭოსა და უფლებადამცველ ინსტიტუტებს:
-
გააგრძელონ მტკიცე ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მიზნით;
-
მხარი დაუჭირონ დემოკრატიული რეფორმების გატარებასა და ახალი არჩევნების დანიშვნას;
-
დააფიქსირონ მკაფიო პოზიცია საქართველოს დასავლური კურსის დაუცველობისა და პოლიტიკურ რეპრესიებზე რეაგირების აუცილებლობის შესახებ.
ჩვენ გვჯერა, რომ საერთაშორისო პარტნიორების სოლიდარობა და თანადგომა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ისტორიული არჩევანის დაცვასა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში.
ხელმომწერები:
„საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება“
„ევროპული პარადიგმა“
„ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა“
„ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“
An Urgent Appeal to the International Community: Georgia Needs Solidarity to Defend Democracy
Tbilisi, Georgia — We, the undersigned organizations and representatives of Georgian society, sincerely address the international community at this critical juncture, as our country’s future faces a deep political and values-based crisis.
Today, Georgia requires not only domestic efforts but also strong, principled, and constructive international support — to remain a free, democratic, and rule-of-law state, where every citizen can live in a secure environment and exercise their freedoms and rights.
Georgia’s Foreign Policy Is Under Threat
Georgia’s foreign policy, which for years has been clearly aligned with a Western orientation, is now facing a dangerous shift. The actions and rhetoric of the current government point toward a gradual distancing from the Euro-Atlantic space — a move that contradicts the will of the Georgian people, who have consistently chosen to be part of the European family.
Internal Repression and the Rise of Authoritarianism
The political situation in Georgia is persistently tense and deteriorating. Tragically, the ruling power is increasingly using repressive mechanisms to suppress dissent. In recent months, opposition politicians, journalists, civil society activists, and ordinary citizens have been imprisoned simply for expressing criticism or opposing government policy.
International organizations and human rights institutions have already recognized many of these individuals as political prisoners. Their arrests are not merely internal acts of political retaliation — they are open signals of a democracy in decline.
Restoring the Democratic Path
We firmly believe that the immediate and unconditional release of political prisoners is the first and essential step to restore Georgia’s democratic development.
Furthermore, it is imperative that new, free, and fair elections be held in Georgia — elections that fully meet international standards and guarantee the equal participation and freedoms of all political forces and citizens. Only then will it be possible to reestablish true democracy and ensure the country’s stable development.
Our Call to the International Community
We call on the international community, international organizations, partner states — especially the United States Congress and Senate, the European Parliament, the Council of Europe, and global human rights institutions — to:
-
Maintain firm pressure on the Georgian government to release all political prisoners;
-
Support the implementation of democratic reforms and the scheduling of new elections;
-
Take a clear stand against Georgia’s current drift away from democratic values and its Western course.
We believe that the solidarity and active involvement of our international partners will play a decisive role in defending Georgia’s historic choice and supporting the country’s ongoing fight for freedom.
Signatories:
“Association of Georgian Parliamentarians”
“European Paradigm”
“American Supporters League”
“Youth for a European Future”
