განცხადებები

«საქართველო დეოკუპაციას განახორციელებს მხოლოდ მშვიდობით, განვითარებით, შერიგების და ურთიერთმიტევების გზით!»-მდინარაძე

„აგენტურა არჩევნებზე გავლენის მოხდენას ანტიეროვნული ჭორების გავრცელებით ცდილობს – „ქართული ოცნება“ ქვეყნის გაერთიანებას აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით და ქვეყნის კონფედერაციულ მოწყობაზე გადაყვანით აპირებსო… ყველამ კარგად დაიმახსოვროს ქართველი ხალხის და ჩვენი პოზიცია: 1. საქართველო არასდროს დააყენებს ეჭვქვეშ ქვეყნის მთლიანობის საკითხს! ერთიანი საქართველოს იდეა, ეს არის ჩვენი ქართული ოცნება, რომელიც აუცილებლად ახდება! 2. არანაირი აღიარება და მსგავსი ანტიეროვნული საკითხები არ განიხილება! მათ შორის გამორიცხულია კონფედერაციაზე დათანხმება, რაც ასევე ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას! 3. ვინც და რა გზებითაც არ უნდა განიზრახოს ამ ქვეყნის ომში ჩართვა, საქართველო დეოკუპაციას განახორციელებს მხოლოდ მშვიდობით, განვითარებით, შერიგების და ურთიერთმიტევების გზით! #აფხაზეთისაქართველოა #სამაჩაბლოსაქართველოა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე  სოციალურ ქსელში წერს.

მსგავსი პოსტები

«ამ მიკროფონის ბრალია ყველაფერი და ეს მიკროფონი გახევს ყველას»-გვარამია (ვიდეო)

«ანაკლიის პორტი ეკუთვნის მხოლოდ ხალხს, სახელმწიფოს და არა რომელიმე ახირებულ ხელისუფალს ან თუნდაც რომელიმე ინვესტორს!!!»-თენგიზ ჯგუშია(ვიდეო)

Joni Kvaracxelia

სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლება საერთაშორისო ტრიბუნიდან გააკრიტიკა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი