განცხადება/მიმართვა

«საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი»-სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტთან გამართულ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა:

«უკვე ათი წელია, რაც პირველი შეხვედრა შედგა ნატო-საქართველოს კომისიისა. სადაც დიდი მიზნები დაისახა რომ მიახლოებოდა საქართველო ნატოს წევრობას. საქართველო აღიარებული იქნა ნატოს სანდო მეგობრად იმ მიზნით, რომ საქართველო გახდეს უფრო უსაფრთხო და დაცული. საქართველო აგრძელებს თავის წვლილის შეტანას ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებში და საქართველოს ხალხის მიერ არის აღიარებული ის უსაფრთხოების საკითხები, რასაც ჩვენ ერთობლივად ვიზიარებთ.

«საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და ჩვენი ლიდერები აუცილებლად გასწევენ დიდ ძალისხმევას, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს. დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვართ იმ პროგრესით, რაც თქვენ მოახდინეთ და იმ რეფორმებით, რომელსაც აგრძელებთ. დიდი მადლობა, იმ წვლილისთვის რომელიც შეიტანეთ უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონში. ის, რაც ნატოს სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება ესეც ძალიან კარგად სრულდება,»-განაცხადა სტოლტენბერგმა.

ფაქტები.ჯი

 

მსგავსი პოსტები

„მკვლელი ვინ არის – ეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბატონ ზაზა სარალიძეს უთხრა»

«მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხის განხილვა ჭიანურდება, მაშინ როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეებს უვადოდ ნიშნავს»-ეკა ბესელია

Joni Kvaracxelia

«ყველას ბოდიშს ვუხდი, თუ ვაჭარბებ, თუ ზედმეტი მომდის ჩემს ქვემოთმოყვანილ შეფასებაში»-ნიკა გვარამია

დატოვე კომენტარი