განცხადებები

«საქართველო არის განვითარებადი დემოკრატია, გვაქვს საკმაოდ მძიმე პოსტსაბჭოთა წარსული»-გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დონორთა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

«ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველო არის განვითარებადი დემოკრატია, გვაქვს საკმაოდ მძიმე პოსტსაბჭოთა წარსული და ისიც ყველას კარგად გვესმის, რომ შეიძლება დაგვჭირდეს ბევრი წელი რეფორმებისთვის, რათა ჩვენ დავუახლოვდეთ და შევესაბამებოდეთ იმ ევროპულ სტანდარტებს, როგორი ამბიციებიც გვაქვს»

«ჩვენთვის უდიდესი პატივია, დღეს ჩავატაროთ ეს კონფერენცია და გვქონდეს მჭიდრო ურთიერთობა სამუშაო რეჟიმში პარტნიორებთან. ეს ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ღონისძიება არ ჩატარებულა დაახლოებით ორ წელიწადზე მეტია, უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ტრადიციული ღონისძიება ჩვენსა და ჩვენს დონორ პარტნიორებს შორის ურთიერთობაში. დღეს გვაქვს საშუალება, მჭიდროდ, სამუშაო რეჟიმში გავიაროთ თითოეული საკითხი, რომელიც აუცილებელია როგორც ქვეყნის შემდგომი რეფორმირების, ასევე რაც მთავარია თქვენი მხრიდან ამ რეფორმების მხარდაჭერისთვის»-განაცხადა გიორგი გახარიამ.

«როდესაც ვსაუბრობთ დონორთა კონფერენციაზე, ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია თანხვედრა იყოს იმ სფეროებს და სტრატეგიულ მიმართულებებს შორის, რომელიც არის გაფორმებული, დაფიქსირებული მთავრობის სამოქმედო გეგმაში და ამაზე უნდა ვისაუბროთ დღეს, რადგან ჩვენი თანხვედრა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და ზუსტი. ამ მიმართულებით მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობა მის ყოველდღიურ და გრძელვადიან გეგმაში გამოყოფს ოთხ პრიორიტეტულ მიმართულებას. ეს გახლავთ, პირველი – უსაფრთხოება, მეორე – ეკონომიკური განვითარება და სამუშაო ადგილები. მესამე – განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება და მეოთხე, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორც მთავრობისთვის – ღია მმართველობა»-განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

Loading…

მსგავსი პოსტები

«ერთად ბრძოლით, ერთობლივი ძალით, ახალი ხალხით, ახალი შემართებით…»-ნიკა მელია განცხადებას ავრცელებს

roma sajaia

«მაიძულა პაუზის აღება და საბოლოოდ ვთქვი უარი სცენაზე»-ნინო ანანიაშვილი

roma sajaia

«რუსეთთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას და ალბათ, რუსეთისგან შევისყიდით გაზს»-გიორგი ქობულია

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი