ანალიტიკაპუბლიკაციები

საქართველოში SARS-COV-2-ის ფატალობის მაჩვენებელი

[მაჩვენებლები მოცემულია 14 მაისის მდგომარეობით]

საქართველოში SARS-COV-2-ის ფატალობის მაჩვენებელი (მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობა გაყოფილი მილიონ მოსახლეზე რეგისტრირებულ შემთხვევათა რაოდენობაზე) 1.80%-ია. ამ მაჩვენებლით იგი 213 ქვეყანას და ტერიტორიას შორის 87-ე ადგილზეა. მსოფლიო მაჩვენებელი 6.72%-ია. შედარებით დაბალი ფატალობის პირველ ასეულს უკრაინა ასრულებს 2.60%-ით.

მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთში ეს მაჩვენებლი ჩვენზე უკეთესია — შესაბამისად, 1.06% და 1.30% — იმის მიუხედავად, რომ იქ ინფექცია უფრო მეტად გავრცელდა და ჯანდაცვის სისტემას ჩვენზე მეტი ინფიცირებულის მოვლა მოუხდა.

აქ ასეთი ვარაუდი შეიძლება გამოვთქვათ: ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა მათზე უკეთ შეაკავეს ინფექციის გავრცელება, თუმცა აზერბაიჯანელმა და სომეხმა მედიკოსებმა პროცენტულად მეტის გადარჩენა შეძლეს. გარდაცვლილთა რაოდენობა აზერბაიჯანში 2879 ინფიცირებულიდან 35-ია, ხოლო სომხეთში — 3860 ინფცირებულიდან 49 .

მოდით სხვა ქვეყნებიც ვნახოთ. იმის მიუხედავად, რომ კატარში (სულ “ყატარი” მეგონა, თურმე “კატარია” სწორი), სინგაპურში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ჩილეში, ახალ ზელანდიაში, ყაზახეთში, ავსტრალიაში ინფექციის უფრო ფართოდ გავრცელება მოხდა (მილიონ მოსახლეზე ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი მათთან მეტია, ვიდრე საქართველოში) და, შესაბამისად, გარდაცვლილთა რაოდენობაც მეტია, ფატალობის პროცენტი მათ ჩვენზე დაბალი აქვთ.

იქ ექიმებმა უკეთესად იყოჩაღეს? სანახავია სხვა მაჩვენებლები. ეს ჩვენზე მდიდარი ქვეყნებია და უნდა ვივარაუდოთ, რომ ჯანდაცვაზე მთლიანი დანახარჯები იქ მეტია, ვიდრე ჩვენთან, და ამიტომ ჯანდაცვის სიტემაც უკეთესად მომზადებული შეხვდა ამ კრიზისს. ან იქნებ უფრო ყაირათინი სქემით ხარჯავენ ჯანდაცვაზე გამოყოფილ თანხებს?

მეორე მხრივ, თუ აქამდეც უკეთესი ჯანდაცვა და სოციალური დაცვა ჰქონდათ, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ჩვენზე უკეთესი თუ არა, ნაკლები არ უნდა ჰქონდეთ და, შესაბამისად, რისკ-ჯგუფების წარმომადგენლების წილი საერთო მოსახლეობაში ჩვენზე ნაკლები არ უნდა ჰყავდეთ (განსხვავებით, მაგალითად, აფრიკის სახელმწიფოებისაგან).

ბაზისური სტატისტიკიდან საგულისხმო ერთია: ამ ქვეყნებმა მილიონ მოსახლეზე ჩვენზე გაცილებით მეტი ტესტი ჩაატარეს — კატარმა — 49960, სინგაპურმა — 38333, არაბეთის გაერთიანებულმა ემირატებმა — 157822, ჩილემ — 17023, ახალმა ზელანდიამ — 43468, ყაზახეთმა — 24484, ავსტრალიამ — 36999. საქართველოში ეს მაჩვენებელი 8648-ა.

ფატალობის მაჩვენებლი ჩვენზე უკეთესი აქვს რისეთსაც (0.93%), მაგრამ გარდაცვალების მიზეზად COVID-19-ის მითითება იქ ავტომატურად არ ხდება, თუ გარდაცვლილს ვირუსი ჰქონდა. ამიტომ ჩვენზე უკეთესი ეს მაჩვენებლი თავისთავად არაფერს ნიშნავს, თუ რიცხვებში ან ცალკეული ქვეყნების კონტექსტში უფრო ღრმად არ ჩავიხედავთ.

უფრო უკეთესად რომ გავერკვეთ, მოდით ჩვენი ასეული ჯერ მილიონ მოსახლეზე ინფექციის გავრცელების მაჩვენებლით დავალაგოთ და ვნახოთ, ვინ უკეთ შეაკავა ინფექციის გავრცელება. აქ საქართველო მაღლა ინაცვლებს — მილიონ მოსახლეზე 167 ინფიცირებულით იგი 44-ე ადგილზეა.

მართალია, ინფიცირებულთა რაოდენობა მეტი ყავს, მაგრამ ეს მაჩვენებლი ჩვენზე უკეთესი აქვს ყირგიზეთს (მილიონ მოსახლეზე 167 ინფიცირებული, სულ 1082 ინფიცირებული), პაკისტანს (162, 35788), ავღანეთს (145, 5639), ჰონკონგს (140, 1052), უზბეკეთს (79, 2636) და ა.შ.

ჩვენს წინ მყოფი 43 ქვეყნისა და ტეროტორიის შესახებ გაგიჩნდებათ კითხვა, რამდენად ზუსტია იქ ინფიცირებულთა ან COVID-19-ით გარდაცვალების აღრიცხვა. ამ სტატუსის მიზანი არსებული სტატისტიკის შედარებაა, თუმცა კითხვის მართებულობას ვიზიარებთ. მაგრამ ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსგავსი კითხვა სხვებს ჩვენს მიმართაც შეიძლება გაუჩნდეთ ☺

ჩვენი “რჩეული” ასეულიდან გარდაცვილი, საბედნიეროდ, არ ჰყავს 38 ქვეყანას და ტეროტორიას. არადა ვიეტნამს უკვე 288 ინფიცირებული ჰყავს, ნეპალს 246, ხოლო რუანდას 287. მე კი ვიცი, რომ თუ ვინმე ჩვენზე უკეთესია, იმათ აღრიცხვიანობის პრობლემა აქვთ ☺ მაგრამ გახსენებთ: ჩვენ მხოლოდ ოფიციალურ სტატისტიკას ვადარებთ.

მოდით, ასეულის დანარჩენი 62 ქვეყანა ახლა ასე დავალაგოთ: მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობა. აქ მილიონ მოსახლეზე 3 გარდაცვლილით 23-32 ადგილებს ვიყოფთ შემდეგ ქვეყნებთან: ჯიბუტი, ომანი, ფრანგული გაიანა, აზერბაიჯანი, მალაიზია, იამაიკა, ელ სალვადორი, პაკისტანი, ავღანეთი. გარდა პაკისტანისა და ავღანეთისა, სხვებს ფატალობის ჩვენზე უკეთესი პროცენტი აქვს.

მათგან, ვისაც მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილთა რაოდენობა 3 ან ნაკლები აქვთ, დავტოვებ მათ, ვისაც გარდაცვლილთა აბსოლუტური რიცხვი ჩვენს მაჩვენებელზე (12) ნაკლები აქვს. დავრჩით 19 რჩეული ☺

აი, ამ 19-დან ავიღებდი შემდეგ ქვეყნებსა და ტერიტორიებს (ცხრილში წითლადაა)
— ჰონ-კონგი
— უზბეკეთი
— პალესტინა
— ბენინი
— შრი-ლანკა
— ზამბია
— ყირგიზეთი
— კოსტა-რიკა
— იორდანია
— ტაივანი
— იამაიკა
— პარაგვაი

ვნახავდი მათ სხვადასხვა პარამეტრს — მოსახლეობის სიმჭიდროვე, ურბანიზაცია, ეკონომიკური განვითარების დონე, დემოგრაფია (მათ შორის, მაგალითად, დიდ ოჯახებად ცხოვრების ტრადიცია), დანახარჯები ჯანდაცვაზე და ჯანდაცვის სისტემის პარამეტრები — გავაანალიზებდი, რატომ ვგავართ სტატისტიკით მეტ-ნაკლებად ერთმანეთს: რა გავაკეთეთ ერთნაირად ამ კრიზისის დროს და რა განსხვავებულად; რამ იმუშავა და რამ — არა.

ასეთი ანალიზი მომავალში აუცილებლად გამოგვადგებოდა.

ზურაბ ჭიაბერაშვილი, ევროპული საქართველოს ლიდერი

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ვკვდებით – მეტი რაღა?!..

«ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით როგორ ჩატარდა და გაყალბდა ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შალვა თათუხაშვილის ექსპერტიზის დასკვნა» — დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიება

«დავამარცხოთ გადამგდები ,,ოცნება» და მალე ბევრი თქვენგანიც გავუშვათ პენსიაში»

დატოვე კომენტარი