ანალიტიკაპუბლიკაციები

«საქართველოში ხელისუფლების შეცვლის ძლიერი სიგნალია»

ოპოზიციის გუშინდელი პრინციპული განცხადება 8 მარტის შეთანხმების სრულად დაცვასთან დაკავშირებით საქართველოში ხელისუფლების შეცვლის ძლიერი სიგნალია. ყველა სხვა შემთხვევაში ახლაც და მომავალშიც მარცხი დადგებოდა და დადგება იმავწუთიერად, პოლიტპატიმრების საკითხის დათმობისთანავე, რადგან ოპოზიცია კარგავს მთავარს — სიმართლეს და შესაბამისად, მორალურ ძალას.

ხელისუფლების სიძლიერეს განაპირობებს ორი ფაქტორი: რეალური და მორალური ძალაუფლება. საზოგადოებრივ აზრს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიულ საზოგადოებაში, გნებავთ ჰიბრიდულად დემოკრატიულში, როგორც ჩვენ გვიწოდებენ. შესაბამისად, მეორე ფაქტორი განმსაზღვრელია. უცხოეთიდან შეფასებების და სხვა მოქმედებების სიმკვეთრესაც ის განაპირობებს. მთელი ამ ისტორიით ოლიგარქის გათვლა სწორედ ამაში მდგომარეობს — წაართვას ოპოზიციას მთავარი იარაღი მორალური უპირატესობა, უპირატესობა სიმართლეში. აქციოს ის ისეთივე ვაჭრუკანად, როგორც თვითონ არის, შემდეგ კი რეალური ძალაუფლებით ადვილად დაამარცხოს.

ამ ფონზე ხელისუფლების ღია ან შეფარული აგიტატორების უსირცხვილო ბოდიალი არა მგონია მისთვის რაიმედ ღირდეს. ეს კიდევ უფრო აძლიერებს ოპოზიციას.

მალხაზ პატარაია, აფხაზთა კრება

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

,,ერთმორწმუნე» რუსეთის გაკვეთილები

Joni Kvaracxelia

კალას სკოლის დღიურები

იმ ქვეყანაში სადაც მმართველები ხალხის ქონებას იპარავენ, მოქალაქეები ღარიბები არიან

დატოვე კომენტარი