«ახალი საქართველოს» ლიდერი, გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში განმარტავს «Online აფთიაქის» მცნებას, რომელიც «სტრატეგია აღმაშენებლის» ფარგლებში განიხილა ჯანდაცვის კუთხით.
«ბევრი გამოგვეხმაურა წამლების 40%-ით გაიაფებასთან დაკავშირებით, საკითხი ძალიან მარტივია:
შემოგვაქვს ინტერნეტ, ონლაინ აფთიაქის მცნება, შემდეგი მოთხოვნებით:
1. ინტერნეტ აფთიაქი ლიცენზირებადია;
2. ინტერნეტ აფთიაქი შეუძლია ჰქონდეს მას ვისაც არ აქვს ფიზიკური აფთიაქი, ანუ ავერსს, პსპ-ს, ჯპს-ს, ფარმადეპოს და ა.შ. არ ექნება უფლევა ჰქონდეს ინტერნეტ აფთიაქი, თუ არ გაასცვისებენ ფიზიკურ ქსელს;
3. წამლის შემომტანას უნდა ჰქონდეს პირდაპირი კონტრაქტი მწატმოებელთან ანუ ვკრძალავთ შუამავალი (ობშორული თუ არაობშორული) კომპანიებით წამლების შემოტანას;
4. ინტერნეტ აფთიაქში წამალი შეიძლება ღირდეს მხოლოდ საქართველოში ჩამოტანილ ფასს(CIF) დამატებული 20% პროცენტი (დაახლოებით);» — აცხადებს გიორგი ვაშაძე.
https://www.facebook.com/G.Vashadze/videos/2872153846174899/