covid-19

საქართველოში შესაძლოა კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო?-პაატა იმნაძის განცხადება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე „ფორმულას“ ეთერში აცხადებს, რომ საქართველოში შესაძლოა კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო.

«თბილისში ხუთი ახალი შემთხვევიდან ოთხის წყარო ჯერჯერობით ვერ დგინდება. კვლევა მიმდინარეობს.

უამრავი კონტაქტი უკვე გამოკვლეულია და ზოგი კარანტინში ან თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. ერთ შემთხვევაში ალბათ გავალთ მეტ–ნაკლებად წყაროზე, მაგრამ 4 შემთხვევაში დიდი კითხვის ნიშნებია გავალთ თუ არა წყაროზე.

პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მეორე ტალღა, პატარა მეორე ტალღა, რომელიც იმედი გვაქვს, რომ სწრაფად გავაჩერებთ»-განაცხადა იმნაძემ

Loading…

მსგავსი პოსტები

ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა შესაძლოა გახანგრძლივდეს

პირბადის გარე სივრცეში ტარება ისევ სავალდებულო გახდა

შსს:მოვუწოდებთ მოსახლეობას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და შეასრულონ მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციები

დატოვე კომენტარი