ეკონომიკა

საქართველოში სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი საზამთრო იყიდება

მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველოში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საზამთროს იმპორტი 209%-ით გაიზარდა და 2 590.9 ტონა შეძენილი საზამთროს ღირებულებამ 252.9 ათასი დოლარი შეადგინა.

მიმდინარე წელს ყველაზე დიდი რაოდენობით საზამთრო თურქეთიდან (1 321.9 ტ. 123.4 ათასი დოლარი) და ირანიდან (1 246.7 ტონა, 123.4 ათასი დოლარი) შემოვიდა. საიმპორტო ბაზრებს შორისაა მცირე მოცულობებით ნიდერლანდები (4.4 ათასი დოლარი) და აზერბაიჯანი (1.6 ათასი დოლარი).

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ იანვარ-მაისში სომხეთში სულ 1.7 ათასი დოლარის ღირებულების საზამთრო გაიტანა ექსპორტზე.

რაც შეეხება პანდემიურ წელს, საზამთროს იმპორტი გასულ წელს მნიშვნელოვნად შემცირდა და სხვადასხვა ქვეყანაში 10 341.8 ტონა საზამთროს შესაძენად ქვეყნიდან 873.06 ათასი დოლარი გავიდა, მაშინ როდესაც 2019 წელს საქართველომ 1.3 მლნ დოლარის საზამთრო შეისყიდა.

საქართველო საზამთროს იმპორტს სულ 4 ქვეყნიდან ახორციელებს:

1. თურქეთი — 808.6 ათასი დოლარი, 9 891.4 ტონა;
2. ირანი — 34.31 ათასი დოლარი, 250.6 ტონა;
3. აზერბაიჯანი — 19.2 ათასი დოლარი, 190.2 ტონა;
4. ნიდერლანდები — 10.8 ათასი დოლარი, 9.5 ტონა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ კახეთში საზამთროს იმპორტის აკრძალვის მოთხოვნით აქციები გაიმართა. საზამთროს ბაღების მფლობელი ფერმერები აცხადებდნენ, რომ იმპორტირებული საზამთროს ღირებულება უფრო დაბალი იყო, ვიდრე ადგილობრივის. გუშინ კი სოფლის მეურნეობის დარგობრივ კომიტეტზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ეფექტური რეალიზაციის პროცესში კოოპერატივების შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოში კოოპერატივის შექმნა პრობლემას წარმოადგენს.

ავტორი:ვიქტორია მღებრიშვილი
წყარო: https://bm.ge/

Loading…

მსგავსი პოსტები

ჯო ბაიდენმა კონგრესს მოუწოდა, ბენზინზე ფედერალური გადასახადი სამი თვით შეაჩეროს, რათა ფასის რეკორდულ ზრდას გაუმკლავდეს

საქართველოს ბანკი, კორონავირუსთან დაკავშირებით მომხმარებელს ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს

ეროვნულმა ბანკმა დღეს მორიგი, მე-15 ინტერვენცია განახორციელა

დატოვე კომენტარი