გამოცხადდა საყოველთაო კარანტინი, რაც ნიშნავს:
1. ხვალ, დილის 08:00-დან
სრულიად იკრძალება ნებისნიერი სახის საზოგდოებრივი ტრანსპოერით გადაადგილება.
დაშვებულია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილი ან ტაქსებით გადაადგილება, სადაც, უნდა იყოს არა უმეტეს 3 ადამიანისა მძღოლის ჩათვლით (ორივე მგზავრი უნდა იყოს უკანა სავარძელში).
2. იკრძალება, სამზე მეტი ადამიანის შეკრება.
3. მაღაზიებში ვიზიტისას, უნდა იყოს დაცული 2 მეტრის დისტანცია
4. 70 წელზე ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა აკრძალულია, თუ ისინი არ მიდიან სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქში ან კლინიკაში.
5. 21 საათიდან დილის 6-მდე იკრძალება ნებისმიერი გადაადგილება. ცხადდება ე.წ. საკომენდატო საათი.
6. ამ პირობების მონიტორინგისთვის მოეწყობა საკონტროლო პუნქტები საქართველოს ქალაქებში, მათ შორის რუსთავშიც, რომელსაც შსს და თავდაცვის უწყებები გააკონტროლებენ.
7. ნებისმიერ მოქალაქეს, გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.
ამოქმედდა ახალი ცხელი ხაზი -144