«ნეტგაზეთის» ცნობით საქართველოს მთავრობას პროსტიტუციასთან დაკავშირებ კანონის გამკაცრება სურს. სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შესახებ განცხადება პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები ეხებათ იმ პირებს, რომლებიც არაძალადობრივი მეთოდებით პროსტიტუციაში ადამიანების ჩართვას ხელს უწყობენ.
«კანონპროექტში საუბარია იმის შესახებ, რომ ბარის, კლუბის ან რესტორნის მეპატრონე, მენეჯერი ან მათთან დაკავშირებული პირები პროსტიტუციას ხელს უწყობენ არა იმით, რომ ადგილს გადასცემენ, არამედ ამ ადგილებში სექსსმუშაკები და კლიენტები ერთმანეთს ხვდებიან და თანხმდებიან მომსახურებაზე.
ცვლილებების მიხედვით, პროსტიტუციის ხელშეწყობა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. პროსტიტუციისთვის ადგილის დათმობისთვის სასჯელი, რაც მოქმედი რედაქციით 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, სამ წლამდე გაიზრდება.
კანონპროექტის მიხედვით, ჯგუფის მიერ პროსტიტუციისთვის ადგილის დათმობაზე სასჯელი 3–6 წელი იქნება.
საკომიტეტო მოსმენების სავარაუდო თარიღად 16 მარტია დანიშნული, პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის გატანას 21 მარტიდან გეგმავენ,» — წერს «ნეტგაზეთი».