საქართველოში მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა, მოუწოდებდა უფრო მეტი ევროპისთვის და ეს იქნება საფუძველი იმ რეფორმებისთვის, რომელიც უნდა ჩატარდეს, — ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბრიუსელში, ბრიფინგზე განაცხადა.
საფრანგეთის ლიდერის შეფასებით, დღეს არის ისტორიული დღე, რადგან აღიარებულ იქნა საქართველოს წევრობის პერსპექტივა.
„სრულიად მხარს დავუჭერ იმას, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა [ურსულა ფონ დერ ლაიენმა] ბრძანა. ეს არის ისტორიული დღე, ის, რომ აღიარებულ იქნა საქართველოს წევრობის პერსპექტივა და ნათლად იყო გაცხადებული, თუ რა პირობები არსებობს კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რაც აღნიშნა პრეზიდენტმა. ჩვენ ვნახეთ რამდენად ნათელი იყო პრეზიდენტის გზავნილი საქართველოსადმი. მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა, მოუწოდებდა უფრო მეტი ევროპისთვის, ეს იქნება საფუძველი იმ რეფორმებისთვის, რომელიც უნდა ჩატარდეს“, — განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.