სხვადასხვა

საქართველოში მომდევნო დღეებში ამინდი გაუარესდება-წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვაც

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 3-4 მაისს საქართველოში იწვიმებს ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვაც.

“🌩 3-4 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. 4 მაისს აგრილდება, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

🌤 5-6 მაისს დათბება და სითბოს ფონზე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.

🌡️ ქ. თბილისში 3-5 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 6 მაისს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 4 მაისს +17, +19 , ხოლო 5-6 მაისს +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.”

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

„სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან” ჟურნალისტური გამოძიება (ფილმი)

“ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა მოგვცეს ჩვენ ისეთი განსაცდელი, რომელსაც აიტანს ქართველი ადამიანი და აიტანს ყოველი ჩვენგანი“

რუსეთიდან შაქრის ექსპორტი აიკრძალა

roma sajaia

დატოვე კომენტარი