საქართველოში კორონოვირუსით გარდაცვალების მეორე ფაქტი დაფიქსირდა

0
201

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი ქალი თანმხლები დაავადებებით გართულებების მაღალ რისკს მიეკუთვნებოდა. რატიანის თქმით, ამ შემთხვევაში ლეტალური შედეგი შესაძლებელია, ნებისმიერ ვირუსს გამოეწვია. „ქალბატონი გადმოყვანილი იყო თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან 3 აპრილს. მისი მდგომარეობა მიმღებშივე შეფასდა კრიტიკულად. ჩატარებული კვლევის შედეგად, პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე სეფსისი, ანამნეზში კლინიკურად გადატანილი იყო მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზიით.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ