საქართველოში კორონავირუსით მე-20 პაციენტი გარდაიცვალა. 21 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 40 ადამიანი. «გარდაცვლილი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი, მასთან ერთად გადმოყვანილი იყო კიდევ 3 პაციენტი, მათი მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე. აღნიშნული 60 წლის ქალბატონის მდგომარეობა, სამწუხაროდ, ვერ გაუმჯობესდა და გარდაიცვალა 20 სექტემბერს», — განაცხადა მარინა ეზუგბიაიამ. სულ კორონავირუსის 3 695 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 1 534 უკვე გამოჯანმრთელდა, 20 კი გარდაიცვალა.
Loading…