covid-19

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 510 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 13 პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 253-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 828 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 232.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

Loading…

მსგავსი პოსტები

ეპიდსიტუაცია ესპანეთში

ჯანდაცვის მინისტრი: აღდგომის დღესასწაულის დარღვევის გამო, COVID-19– ით დაინფიცირებულთა რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი 248 ადამიანს დაუდასტურდა

დატოვე კომენტარი